რეზონანსი
(17.09.2024)

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე - გორის მონაკვეთთან ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე