რეზონანსი
(17.09.2024)

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა,  განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.

აშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე