
"ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ პარტიის ნაძალადევის ორგანიზაციის წევრი პოლიციამ დააკავა და მას ფიზიკურად გაუსწორდა. პარტია აცხადებს, რომ ოფისიდან გასულ ზურაბ აბაევს გარეთ პოლიცია დახვდა, ის ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაკავებული ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა ის ცუდად გახდა და სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
"ხმებს არ ვუგროვებ ოცნებას და მაგიტომ [დამაკავეს], არც მოვუგროვებ რუსეთს არასდროს ხმებს, ესენი არიან რუსები", - თქვა ზურაბ აბაევმა.
ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, დაკავებული შტაბში სამუშაოდ მიდიოდა, გარეთ პოლიციელები დახვდნენ, რომლებმაც იცნეს.
"როგორც თვითონ აღნიშნა, იცნეს, უნდოდათ რომ თითოს მისთვის ფოტო გადაეღოთ, მიაყენეს შეურაცხყოფა ამის შემდეგ მასზე მოხდა ფიზიკური ძალადობა, არსებობს ათობით მოწმე, რომელმაც ეს ყველაფერი დაინახა, მანქანაში ჩატენეს რტყმა-რტყმით და შემდეგ გადმოიყვანეს უკვე პოლიციის განყოფილებაში. სახეზე აღენიშნებოდა ნაკაწრები, ასევე იტკიებდა მუცელს, რამდენიმეჯერ აღებინა, ამის შემდეგ გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა და ამ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ესაჭიროებოდა შემდეგი კვლევები", - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
პოლიცილებს არ ეცვათ ფორმები და ისინი ჩვეულებრივი მანქანით იყვნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



