
“ივანიშვილის განცხადება გორში იყო ყველაზე სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი და მოღალატეობრივი. საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის და ამ განცხადებაზე პასუხს ქართველი ხალხისგან მიიღებს 26 ოქტომბერს,“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ “ამ განცხადებაზე პასუხს ივანიშვილი ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებს“.
ივანიშვილის განცხადება გორში იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე ამაზრზენი მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც მან გააკეთა. რას ეუბნება ჩვენი ეროვნული გმირების ოჯახებს, მათ მეუღლეებს, დედებს, შვილებს, რომ მათ ჩვენ ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ მტრის წინაშე? საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, ეს არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული განცხადება და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის სწორედ ამ განცხადებაზე პასუხს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებს - განაცხადა თინა ბოკუჩავამ
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



