
ევროკავშირს აქვს თავისი პრინციპები. საქართველო ამტკიცებს, რომ ის ევროპული ქვეყანაა და ეს კანონი საზოგადოების ჩართულობისა და სიღრმისეული ანალიზის გარეშეა მიღებული, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან. ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტი არ ესადაგება შესაბამის კრიტერიუმებს, - განუცხადა „იმედის კვირას" ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ.
მისივე თქმით, „ლგბტქ პროპაგანდა არ არსებობს, თავად ამის შესახებ საუბარი წარმოადგენს პროპაგანდას, რომელსაც კრემლი იყენებს, ეს რუსული ნარატივია".
„ევროკავშირმა მოინელა ბევრი ტრადიცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ახასიათებთ. ჩვენ გვახასიათებს მრავალფეროვნება, მაგრამ ევროპული დემოკრატია სწორედ თანაბარი უფლებებია, ყველა სამართლებრივი პროცესი სწორედ ევროპულ სტანდარტებს უნდა ექვემდებარებოდეს.
თქვენ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ეს არ გვითხოვია. თქვენ ითხოვეთ ეს და ამიტომაც, საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაემორჩილოს კლუბის წესებს და ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს რომელსაც არამარტო ევროკავშირი, არამედ მთლიანად ევროპული საბჭო იზიარებს", - განაცხადა მან ტრადიციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



