რეზონანსი
(15.09.2024)

ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო`მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

The Sportster-ის ცნობით, მერაბ დვალიშვილი ო`მალის დამარცხებით ბონუსების ჩათვლით 500 000 დოლარს მიიღებს.

დვალიშვილმა ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 ბრძოლა მოიგო.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე