რეზონანსი
(15.09.2024)

უნგრეთში ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის პოპულარიზაცია მიმდინარეობს. ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი. ოთხი დღის განმავლობაში, ფესტივალის ათასობით ვიზიტორს საშუალება ჰქონდა საქართველოს კუთხესთან ქართული ღვინო, კერძები დაეგემოვნებინათ. ასევე ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.

ფესტივალი უნგრეთის დედაქალაქში, ბუდას ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე 12 სექტემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება. მას ყოველწლიურად 40 000-მდე ვიზიტორი ესწრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე