რეზონანსი
(14.09.2024)

საქართველო UFC-ის მეორე ჩემპიონის მოლოდინშია - ხვალ ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ლას ვეგასში საჩემპიონო ბრძოლას გამართავს. მისი მეტოქე შონ ომალია.
ბრძოლის წინ დვალიშვილმა წონა წარმატებით ჩააბარა. 33 წლის ქართველი მებრძოლი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი - ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
29 წლის ამერიკელმა შონ ომალიმ კი სუპერმსუბუქი წონის ქამარი 2023 წლის აგვისტოში მოიპოვა და მიმდინარე წლის მარტში წარმატებით დაიცვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



