
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი მსახიო ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოცოალური ქსელის მეშვეობით სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო.
„ჩვენი, ქართველი მაყურებლის მეხსიერებაში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს მის მიერ განსახიერებული როლები სხვადასხვა სპექტაკლში, კინოფილმსა და სატელევიზიო სერიალებში.
ზურას გარდაცვალება დიდი დანაკარგია მთელი ქართული საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი - ქართული თეატრისთვის. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს", - წერს ირაკლი ღარიბაშილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



