რეზონანსი
(13.09.2024)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამერიკის სენატში გამართულ მოსმენაზე კომენტარი გააკეთა.

"ეკა გიგაურს რაც შეეხება, ეს იყო მორიგი ლუსტრაცია, ეს იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში. ერთადერთი ახალი, რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან, არის ის, რომ ეკა გიგაურს წესიერად ინგლისურიც კი არ სცოდნია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მოწმის სტატუსით გუშინ წარდგა. კომიტეტზე მოსმენა უკავშირდებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე