რეზონანსი
(12.09.2024)

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთის ქალაქ ყაზანში გასამართ BRICS-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს.

„ჩემი [ვიზიტის] ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას პრეზიდენტ სი ძინპინის ყაზანში გასამართ BRICS-ის სამიტზე ვიზიტის მომზადებაა. პრეზიდენტმა დიდი სიამოვნებით მიიღო თქვენი დაპატიჟება ყაზანის სამიტზე სტრატეგიულ საკითხებზე სასაუბროდ“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის ქალაქ ყაზანში BRICS-ის სამიტი 22-24 ოქტომბერს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ წელს პუტინი და სი ძინპინი უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე