რეზონანსი
(12.09.2024)

"მთავარი არხი" კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. საუბარია ჯარიმაზე, რომელიც მარეგულირებელმა ჩვენს არხს "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული პოლიტიკური რეკლამის ეთერში არ გაშვების გამო დააკისრა. სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. საუბარია კლიპზე, რომელიც "მთავარი არხის" იურისტების შეფასებით, სიძულვილის ენის შემცველია, ახალისებს ძალადობას და ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ კანონს. ტელევიზიას 5 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

"ეს კლიპი, კონკრეტული ნაწილი, რომელიც არის სადაო, ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ სამიზნედ არიან ამოღებული მოქალაქეები, კერძოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური სუბიექტები, არც ცესკო-ში რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტები, არ იღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას. ხოლო კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის ისეთი რეკლამა, რომელიც თავად პოლიტიკური სუბიექტის, ანუ პარტიის ხელშემწყობია, ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის ხელშემშლელი. "ქართული ოცნების" დაჟინებული მოთხოვნაა ამ ადამიანების წინააღმდეგ იყოს ეს გზავნილი, ისინი არიან წარმოჩენილნი, როგორც საზოგადოების მორალური გადამგვარებლები, ამის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისიამ ჩათვალა, რომ ასეთი კლიპი უნდა განთავსდეს ეთერში", - ამბობს "მთავარის" იურისტი, თამთა მურადაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე