რეზონანსი
(12.09.2024)

განახლებულმა გუნდმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო ოპოზიცია და უკვე ჩანს, რომ ის არჩევანი რაც არის ჩვენი, რომელიც ეფუძნება პატრიოტიზმს, პროფესიონალიზმს, პრინციპულობას და განახლებას არის დაცული და არის სწორი არჩევანი ჩვენი ქვეყნისთვის, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას.

მისი თქმით, გუნდი დაკომპლექტებულია სწორად, რაც ქვეყნის წინსვლას და პროგრესს დააჩქარებს.

„ჩვენი გუნდი დაკომპლექტებული არის წარმატებული ადამიანებისთვის. ჩვენი საბოლოოდ წარმატება საბოლოო ჯამში ქვეყნის წინსვლისა და პროგრესისკენ უფრო დაჩქარებული და სტაბილური ტემპებით წაგვიყვანს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე