
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის დაკავებული ოთარ ცინდელიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.
"ვინანიებ" - თქვა სასამართლოზე ბრალდებულმა.
საქმის პროკურორის თქმით, ცინდელიანმა შერაცხად მდგომარეობაში, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა.
ცნობისთვის, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. უმძიმესი დანაშაულისთვის პოლიციამ ოთარ ცინდელიანი დააკავა, რომელიც მოკლულის ნათლიის შვილია.
ქეთი ჯავახიშვილს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



