რეზონანსი
(12.09.2024)

თამარ მეფის გამზირზე "2 ნაბიჯის" ფილიალი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით დილის 7 საათზე, სუპერმარკეტში არასრულწლოვანი შეიჭრა და წაღებულია მხოლოდ ტკბილეული.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.  საგამოძიებო ჯგუფმა დანაშაულის ადგილზე შესაბამისი სამუშაო ჩაატარა და ანაბეჭდები აიღეს.  ამოღებულია გარე კამერის ჩანაწერებიც.

გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე