რეზონანსი
(12.09.2024)

შუქრუთელების პროტესტმა თბილისში გადმოინაცვლა - მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ  "ჯორჯიან მანგაზნეზს" საქმიანობით დაზარალდნენ, პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან. 11-მა მათგანმა შიმშილობა გამოაცხადა, 5-მა კი პირი ამოიკერა. 

პირამოკერილი და მოშიმშილე მოქალაქები ხელისუფლებისგან დახმარებას ელოდებიან. ითოვენ კონპენსაციას, რათა დანგრეული სახლების სანაცვლოდ ახლის შეძენა შეძლონ, თუმცა უშედეგოდ.

პირდაპირ ჩვენი საცხოვრებელს ქვეშ გამოიტანეს მადანი, მოკლედ რომ ვთქვათ, დაიწყეს მასიური სოფლის ნგრევა. აღარაფერი აღარ დაგვრჩა, რაც გაგვაჩნდა, სახლ-კარი, ტაძარი, მიცვალებულის საფლავები გადატრიალებულ-გადმოტრიალებულია, მიწაში ცვივა, კიდევ უფრო ჩადის, უარესად. ამას ვაპროტესტებთ, არ გვინდა, რომ ლტოლვილები ვიყოთ ჩვენ ქვეყანაში. თუ ესე გაგრძელდა, ჩვენი დედები და ჩვენი თანამებრძოლი ქალბატონები შემოგვიერთდებიან შიმშილობაში"- ამბობს აქციის მონაწილე. 

ირკვევა ისიც, რომ შუქრუთში სკოლა იმდენად დაზიანებულია, რომ სასწავლო წელი ვერ იწყება. აქციის მოანწილეები დაშინებაზეც ღიად ალაპარაკდნენ. 

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ  დასკვნა დადო, რომ შუქურთის სკოლა ვეღარ მიიღებს მოსწავლეებს, დემონტაჟს ექვემდებარება. კომპანია, სუსთან ერთად, ყველანაირად ცდილობს, ვინც გაბედა და ხმა ამოიღო, საპოლიციო ძალებით, დაშინებას, ზემოქმედებას. პირადად მე და არაერთ თანასოფლელს საქმე აღუძრეს, რაღაც შეკერილი, აბსურდული ბრალდებებით. საჩხერის რაიონულმა სასამართლომ, აღსრულების უზრუნველყოფით, ხუთ მილიონ ნახევარით დაგვაჯარიმა, ოცამდე ოჯახი. გამოხატვისა და პროტესტის უფლებაც კი აგვიკრძალა, ივანე ყიფიანმა, საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ"- აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე