
მძიმე სენით დაავადებული ქალის მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით. ქუთაისიდან სტამბოლში საოპერაციოდ წასული მაია ალფაიძე მეგობარმა კაცმა დანით აჩეხა. მანამდე უმოწყალოდ სცემა და ცოცხალ-მკვდარი სასტუმროს მისაღებში დატოვა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ირკვევა, რომ ქალი ოპერაციისთვის ემზადებოდა და ბევრს მუშაობდა, რომ საკმარისი ფული ეშოვნაა.
წინასწარი ინფორმაციით, კაცი მსხვერპლისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდა. ვრცელდება სასტუმროს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ირკვევა, რომ კაცი მკვლელობის შემდეგ სასტუმროდან გაიქცა, მიმალვას ცდილობდა, მაგრამ პოლიციამ მაინც დააკავა. სასტუმრო სადაც მკვლელობა მოხდა დალუქულია, რადგან თურქმა სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ დაწესებულებას ლიცენზია არ ქონდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



