რეზონანსი
(11.09.2024)

რომან გოცირიძე „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ოცეულს აფასებს. შესაბამისი განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„ვიხილეთ საპარლამენტო სიის ქოცოცეული. მისი ძირითადი ნაწილი იგივეა-რუსეთის მარიონეტი ნაცნობი სახეები. ოლიმპიურ ჩემპიონებს, ხელოვნების სფეროს თუ ბიზნესის უცნობ წარმომადგენლებს ლეღვის ფოთლის როლი დააკისრეს. ეს მართლაც გმირი ოლიმპიელები კენჭისყრის ღილაკზე ხელისდამჭერებად აქციეს.
სიის პირველი ნომერი რომ ფიქტიურია, ამას ყველა ხვდება. „დუშკაბინით" ხომ არ ივლის პარლამენტში", - წერს გოცირიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



