რეზონანსი
(11.09.2024)

პირველი სატელევიზიო დუელი კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის - პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის 90- წუთიანი დებატები საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების გარშემო ფილადელფიაში, ABC-მ მოაწყო.

ცხარე დაპირისპირება ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილ საიმიგრაციო კრიზისს, აბორტის უფლებას, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს, სოციალური პოლიტიკასა და საცხოვრებლის ფასებს შეეხო. დებატების მეორე ნაწილი საერთაშორისო კონფლიქტებს დაეთმო.

ტრამპმა დემოკრატები კონფლიქტების გაღვივებასა და მსოფლიო ომის ზღვრამდე მიყვანაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ჰარისმა ტრამპს დიქტატორებთან შესაძლო გარიგებაში დასდო ბრალი.

დებატები დემონსტრაციების პარალელურად მიმდინარეობდა, არიან დაკავებულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე