რეზონანსი
(08.09.2024)

ვენესუელას ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც ესპანეთში თავშესაფარი მოითხოვა, - ინფორმაციას ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

„ედმუნდო გონსალესი, მისივე თხოვნით, ესპანეთში ესპანეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით გაფრინდა. ესპანეთის მთავრობა ერთგულია ყველა ვენესუელელის პოლიტიკური უფლებებისა და ფიზიკური მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა.

ედმუნდო გონსალესს ვენესუელას ოპოზიცია და რამდენიმე უცხოური ქვეყნის მთავრობა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს. რამდენიმე დღის წინ, ვენესუელას მთავრობამ მისი დაკავების ბრძანება გასცა.

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ედმუნდო გონსალესს უსაფრთხოდ გასვლის საშუალება მისცა, რათა ხელი შეეწყო ქვეყანაში პოლიტიკური მშვიდობისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე