რეზონანსი
(07.09.2024)

თელ ავივსა და იერუსალიმში ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქციები იმართება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციებზე 400 000 ადამიანი იმყოფება. დემონსტრანტები მოუწოდებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, მეტი გააკეთოს ღაზაში მყოფი მძევლების დასაბრუნებლად.
საპროტესტო აქციას შეუერთდნენ ძევლების ოჯახის წევრებიც.
როგორც მედია წერს, ჰაიფაში მიმდინარე აქციაზე პოლიციასთან შეტაკებისას ორი მომიტინგე დაშავდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



