რეზონანსი
(07.09.2024)

ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ნაკრების მიერ ჩეხეთის დამარცხებას.

პრეზიდენტი საქართველო-ჩეხეთის მატჩს პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს.

„დასაწყისში, რომ გითხარით, გამარჯვება იქნებაო, გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ელოდა თუ არა ის საქართველოს გამარჯვებას, დადებითი პასუხი გასცა.

„ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები, გაიგეთ ისე, როგორც გინდათ, ყველა გამარჯვებას ველოდები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე