რეზონანსი
(07.09.2024)

დღეს, 7 სექ­ტემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ჩე­ხე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი უე­ფას ერთა ლი­გის გა­თა­მა­შე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს.

მატ­ჩი მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე 20:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ამას­თან, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე მო­ე­წყო­ბა შე­სა­ბა­მი­სი სივ­რცე, სა­დაც დიდ ეკ­რან­ზე მატ­ჩის ყუ­რე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ცოტა ხნის წინ მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა გუნ­დის მთა­ვა­რი შე­მად­გენ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან შე­უ­ტე­ვენ ჩე­ხებს:

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი, ოთარ კა­კა­ბა­ძე, გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი, გუ­რამ კა­შია, ლაშა დვა­ლი, ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი, ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე