რეზონანსი
(07.09.2024)

ხაშური-ქარელის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის დროს დაშავდა სამი ადამიანი. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე