რეზონანსი
(07.09.2024)

ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ 8-წლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა. მუ­სე­რი­ძემ 31 წლის ასაკ­ში გა­ი­გო, იმის შე­სა­ხებ, რომ ის "აყ­ვა­ნი­ლი" იყო. მას შემ­დეგ ბი­ო­ლო­გუ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბა არ შე­უ­წყვე­ტია.

"სა­ი­დან ვიცი, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი - ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან, თუ მათ არ იცი­ან? - სა­ი­დან და გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტის წყა­ლო­ბით და­დას­ტურ­და, რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლად ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან. ეს ტეს­ტი გა­ი­კე­თა ჩემ­მა ნა­თე­სავ­მა და შემ­დგომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა. ასე რომ, ცო­ტაც დარ­ჩა. ვნა­ხავ და შემ­დეგ და­ნარ­ჩენ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც მო­გაწ­ვდით," - აცხა­დებ­და ჟურ­ნა­ლის­ტი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში.

გუ­შინ თა­მუ­ნამ მო­რი­გი ემო­ცი­უ­რი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მისი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მის შეხ­ვედ­რაა ასა­ხუ­ლი. თა­მუ­ნა მშობ­ლის სა­ნა­ხა­ვად მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩა­ვი­და. ვი­დე­ო­ში ბევ­რმა იცნო ცნო­ბი­ლი მეგ­რე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი გურ­გენ ხო­რა­ვა. სწო­რედ ის აღ­მოჩ­ნდა თა­მუ­ნას ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბე­ლი და გო­გო­ნას სახ­ლშიც უმას­პინ­ძლა.

"ეს კაცი მო­ცეკ­ვა­ვე არაა, გურ­გენ ხო­რა­ვა?" - იკი­თხა ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში მუ­სე­რი­ძის ერთ-ერთი ნაც­ნობ­მა, რა­ზეც ჟურ­ნა­ლის­ტმა უპა­სუ­ხა: "გა­მომ­ყვა გე­ნე­ბი?".

გურ­გენ ხო­რა­ვა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფია, ის ცეკ­ვავ­და „სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში", არის ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის სა­ხალ­ხო ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ან­სამ­ბლ "ფე­ნიქ­სის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და ქო­რე­ოგ­რა­ფი.

მას შემ­დეგ რაც მუ­სე­რი­ძის ვი­დეო გავ­რცელ­და, ხო­რა­ვას შე­სა­ხებ უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა:

"რა მა­გა­რი მამა გყავთ".

"ბა­ტო­ნო გურ­გე­ნი არის ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი, უკარ­გე­სი ოჯა­ხის და გვა­რის შვი­ლი, არა­ერ­თი თა­ო­ბის აღ­მზრდე­ლი და თა­ვი­სი საქ­მის დიდი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი! მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობ­და ამ ამ­ბავს, ძა­ლი­ან მა­გა­რი კი არა, სას­წა­უ­ლი ამ­ბა­ვია ფილ­მის სცე­ნა­რია ფაქ­ტი­უ­რად, გულ­წრფე­ლად გი­ლო­ცავთ".

"8 წლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ მა­მას რომ იპო­ვი და თან ასეთ მა­მას, ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი სულ სხვაა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი და კე­თი­ლი"

"ვტი­რი გურ­გე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლო ემო­ცი­ი­სა­გან... სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბა, ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა და იმე­დი ბო­ლოს კვდე­ბა გი­ლო­ცავთ თქვე­ნი ნა­ნატ­რი შვი­ლის პოვ­ნას მჯე­რა, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ერ­თად იქ­ნე­ბით"

"სიძე-სი­მამ­რი" - ამ სა­თა­უ­რით გავ­რცელ­და გუ­შინ­დე­ლი სა­ღა­მო­დან კი­დევ ერთი პო­ზი­ტი­უ­რი ვი­დეო, რო­მელ­ზეც მუ­სე­რი­ძის მე­უღ­ლე მი­კუ­ჩა­ძე და გურ­გენ ხო­რა­ვა არი­ან ასა­ხუ­ლი. კად­რებ­ში ჩანს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტმა ახ­ლად ნა­პოვნ მა­მას­თან და მის ოჯახ­თან ერ­თად მო­ილ­ხი­ნა.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ბი-ბი-სის 2023 წლის ასი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლის სი­ა­ში მოხ­ვდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ამ სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა.

მან 2017 წელს და­ა­ფუძნა "ფე­ის­ბუკ"-ჯგუ­ფი "ვე­ძებ" და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს აპოვ­ნი­ნა დედა, მამა, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი... თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მან აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე-20 სა­უ­კუ­ნი­დან არ­სე­ბობ­და ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის მავ­ნე პრაქ­ტი­კა, რის გა­მოც, ბევ­რი ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს და უკა­ნო­ნოდ გა­აშ­ვი­ლეს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი პრე­ზი­დენ­ტმა ღირ­სე­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე