რეზონანსი
(06.09.2024)

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ომის დასასრულებლად.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:
რა თქმა უნდა, აუცილებელია! საუბარია კომუნიკაციაზე. თუ კომუნიკაცია არ არის, ომი უფრო და უფრო უარესდება.
ორბანის თქმით, მას კარგი ურთიერთობა აქვს უკრაინის პრეზიდენტთან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



