რეზონანსი
(06.09.2024)

"ძარ­ცვავ­და ქარ­თულ ჯარ­სა და ბიზ­ნეს­მე­ნებს, ახლა და­კა­ვე­ბუ­ლია ევ­რო­პა­ში პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ძარ­ცვით - ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­დი­კა­ლიზმს და პო­ლა­რი­ზა­ცი­ას აფი­ნან­სებს",- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მე­სა და ამ საქ­მე­ში და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

მისი შე­ფა­სე­ბით, ქოლ-ცენ­ტრებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თი გა­მო­ძი­ე­ბა წა­რი­მარ­თა, თუმ­ცა და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს კლავ ეძ­ლე­ვა ევ­რო­კავ­შირ­ში თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

"ყვე­ლამ იცის, რით არის და­კა­ვე­ბუ­ლი ეს კაცი, ჯერ რით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, როცა "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, მი­ნის­ტრი და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო - ძარ­ცვავ­და ქარ­თულ ჯარ­სა და ბიზ­ნეს­მე­ნებს, ახლა და­კა­ვე­ბუ­ლია ევ­რო­პა­ში პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ძარ­ცვით. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე არა­ერ­თი გა­მო­ძი­ე­ბა წა­რი­მარ­თა, მათ შო­რის, უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად და სა­ბო­ლოო ჯამ­ში ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლის­გულ­ზე დევს. ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი და სამ­წუ­ხა­რო არის ის, რომ ეს ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოს­ვლით სარ­გებ­ლობს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­დი­კა­ლიზმს და პო­ლა­რი­ზა­ცი­ას აფი­ნან­სებს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ყვე­ლამ სა­კუ­თა­რი დას­კვნე­ბი უნდა გა­მო­ი­ტა­ნოს,"- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ სა­ბან­კო სექ­ტო­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზით დგინ­დე­ბა, რომ შპს "მორ­გან ლი­მი­ტე­დის" სა­ხე­ლით მოქ­მე­დი თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრის ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა პირ­მა, რო­მე­ლიც გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია, ევ­რო­პე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ჯამ­ში მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი თან­ხა ჩა­რი­ცხა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის, კე­ზე­რაშ­ვი­ლის დის და კე­ზე­რაშ­ვი­ლის დის შვი­ლის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე