
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიშელ ბარნიე ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
„[საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიშელ ბარნიე პრემიერ-მინისტრად დანიშნა. მან მას ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბება და ქვეყნისა და ფრანგი ხალხისთვის მსახურება დაავალა", - ციტირებს Euractiv-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
ბარნიე 1951 წლის 9 იანვარს ფრანგულ ქალაქ ლა ტრონშში დაიბადა. 2007 - 2009 წლებში ის საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. 2010 - 2014 წლებში ის იყო ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში. აღსანიშნავია, რომ ბარნიე ევროკავშირის სახელით დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავდა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ივლისში გაბრიელ ატალმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველი პარტია „რენესანსი"-ს დამარცხების გამო თანამდებობა დატოვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



