რეზონანსი
(04.09.2024)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტს ახალი ენერგია სჭირდება.

„მე უკვე ვისაუბრე მინისტრთა კაბინეტის და უამრავი სამინისტროს გადატვირთვაზე. ძალიან მადლობელი ვარ მინისტრებისა და მინისტრთა კაბინეტის გუნდის, რომლებიც მუშაობდნენ უკრაინისა და უკრაინელებისთვის. დღეს ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგია და ეს ნაბიჯები დაკავშირებულია სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებასთან", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პარლამენტმა ოთხშაბათს თანამდებობიდან გაათავისუფლა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე