
კახეთში მევენახეებმა ყურძნის ფასი გააპროტესტეს - ფერმერების ნაწილმა აქცია გამართა და ფასის ზრდა მოითხოვა.
ისინი ამბობენ, რომ არსებული ფასი ვერ ანაზღაურებს ხარჯებს, რადგან შხამქიმიკატების, საწვავის და მუშახელთან დაკავშირებული ხარჯები გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.
რთველის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ ყურძნის ფასს ბაზარი არეგულირებს და სახელმწიფო ვერ ჩაერევა.
აქციის მონაწილეები კახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან და რთველის შტაბის ხელმძღვანელებთან შეხვედრას ითხოვენ.
რთვლის სუბსიდირებას მთავრობა 2024 წელსაც გეგმავს. 1 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ ფერმერს გადაუხდის არანაკლებ 1 ლარს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



