
„ქართული ოცნება“ თავს არიდებს მის ერთ-ერთ მთავარ ვალდებულებას, გადადგას ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანებისთვის, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ანა დოლიძე ოკუპირებულ აფხაზეთში გავითარებულ მოვლენებზე ხელისუფლების დუმილს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, აფხაზ ხალხთან ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არაერთგზის არსებობდა, თუმცა ხელისუფლებამ ის არ გამოიყენა.
„ქართული ოცნება“ თავს არიდებს მის ერთ-ერთ მთავარ ვალდებულებას და ეს არის, გადადგას ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანებისთვის. რისთვის ვიხდით მილიონებს ამ შერიგების და რეინტეგრაციის სამინისტროსთვის, მართლა არ ვიცი, იმიტომ, რომ არაერთი შესაძლებლობა იყო, უკრაინის ომის შემდეგ განსაკუთრებით, რომ ჩვენ გადაგვედგა ნაბიჯი და ურთიერთობა გაგვეუმჯობესებინა აფხაზ ხალხთან, მაგრამ არაფერი ამ მიმართულებით არ გადადგმულა, - ამბობს ანა დოლიძე.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ იფორმაცია, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა, დაადასტურა. ამასტან, შამბა საქართველოში გავითარებულ მოვლენებსაც ეხმიანება და მოახლოებულ არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ღია მხარდაჭერას უცხადებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



