რეზონანსი
(04.09.2024)

"ოცნების" ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი შტატებიდან წამოსულ ახალ მძიმე გზავნილს ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე სანქციები, ამ თანამდებობის პირებთან მოლაპარაკებების მაგიდის დახურვას ნიშნავს.

ხიდაშელის თქმით, ამ წუთის მდგომარეობით, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სანქციები არ ადარდებთ, თუმცა მისივე განცხადებით, ეს შეაწუხებთ მაშინ, როდესაც მაგალითად კალაძეს იტალიაში ქონება გაეყინება ან ივანიშვილის შვილები ამერიკაში დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ. 

ამ წუთის მდგომარეობით არც ის ვიზის სანქციები აწუხებთ, იმიტომ, რომ ჰქონიათ რომ ეს 3-4 თვიანია. სახელმწიფო სუვერენიტეტი რომ აღელვებდეთ, ამ განცხადებებს არ გააკეთებდნენ, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის გერმანიაში დოქტორანტურადამთვრებულმა პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარეებმა ძალიან კარგად იციან, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე სანქციები ნიშნავს მოლაპარაკებების მაგიდის დახურვას ამ თანამდებობის პირებთან და შესაბამისად, აღარავინ აღარ დაუჯდება იგივე პარლამენტის თავმჯდომარეს მაგიდასთან ორმხრივ თანამშრომლობაზე სასაუბროდ და იმ პროგრესზე და განვითარებაზე სასაუბროდ, რაც ასეთ ორმხრივ თანამშრომლობას მოაქვს. ეს მათ არ აღელვებთ. იცით როდის აღელვებთ, როცა მაგალითად, კახა კალაძის ქონება იტალიაში გაიყინება, ასევე აქ აღელვებთ, როცა ბიძინა ივანიშვილის შვილები ამერიკაში რომ ცხოვრობენ, ცალმხრივი ბილეთებით უკან საქართველოში დაბრუნდებიან. ეს სია შეგვიძლია გავაგრძელოთ. აი მაშინ ააღელვებთ და ეს დრო შორს არ არის." - ამბობს თინა ხიდაშელი. 

“ამერიკის შეერთებული შტატები ახალ სანქციებს აანონებს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადციულ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს "არ გამორიცხავს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე