
"ოცნებაში" შტატებიდან დაანონსებულ სანქციებს არ იმჩნევენ - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დღეს მედიასთან ამტკიცებდა, რომ ჯერ ისიც ვერ გაიგეს, ვინ და რატომ დაასანქცირა შტატებმა.
მამუკა მდინარაძე დღეს ამბობდა, რომ სახდეპის ახალი განცხადება ოპოზიციისთვის, საქართველოში სიტუაციის ასარევად გადმოგდებული მაშველი რგოლია.
ყველაფერი არის ოპოზიციისთვის გადაგდებული მაშველი რგოლი. არ გამოვრიცხავ ასეთებსაც, თუმცა მათი მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება პერსონალური სანქციები, სავიზო შეზღუდვაო, არ ვიცით ასეთი ადამიანების არსებობის შესახებ. თქვენგან ვიგებთ რაღაცა ვერსიებს და არვიცით, ასეთი ადამიანი ვინ არის, მითხარით...
რამდენი განცხადებაც და რამდენი მსგავსი მოქმედებაც იქნება (წინასწარ არავინ იცის იქნება თუ არა) ყველა იქნება ოპოზიციისთვის გადმოგდებული მაშველი რგოლი, რომ მათ არიონ საქართველოში სიტუაცია. ამიტომ მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, რომ ნუ ჩაერევიან ქართველი ხალხის არჩევანში. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს თავისით, ვინ უნდა თავის ხელისუფლებაში და სხვამ არ გადაწყვიტოს, რომ მათი აგენტები უნდათ მაინცდამაინც“, - განაცხადა მდინარაძემ.
“ამერიკის შეერთებული შტატები ახალ სანქციებს აანონებს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადციულ ბრიფინგზე განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს "არ გამორიცხავს".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



