რეზონანსი
(04.09.2024)

"რუსული რეჟიმი ერთიდაიგივე ხელწერით მოქმედებდა ყველა არჩევნებზე დემოკრატიული პროცესის ბოროტად გამოყენების მიზნით" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ISFED-ის ანგარიშის პარალელურად განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, "მმართველ პარტიას აქამდე გამოყენებული არც ერთი ნაცადი ხერხი არ უშველის, რადგან 26 ოქტომბერს პოლიტიკურ განაჩენს როგორც ქართველი ხალხი, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა გამოუტანს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ როგორც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ასევე ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმა იციან, რომ "ბიძინა ივანიშვილი რუსეთს წარმოადგენს და პუტინის ინტერესებს ემსახურება".

რუსული რეჟიმი ერთი და იგივე ხელწერით მოქმედებდა ყველა არჩევნებზე დემოკრატიული პროცესის ბოროტად გამოყენების მიზნით, მაგრამ განსხვავება არის ფუნდამენტური ამ არჩევნებსა და ყველა სხვა არჩევანს შორის. დღეს უკვე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქემ, ასევე ჩვენმა ყველა სტრატეგიულმა მოკავშირემ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს რუსეთს, ემსახურება ვლადიმერ პუტინის ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომ არანაირი ნაცადი ხერხი, რაც ამ რეჟიმს გამოუყენებია დღემდე, მათ არ უშველის იმაში, რომ 26 ოქტომბერს დამსახურებულ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს როგორც საკუთარი ხალხი, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

საჯარო მოხელეების იძულება, ამომრჩევლის მოსყიდვა, პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილი ზღვარი, პოლარიზებული გარემო და მმართველი პარტიის ანტიდასავლური რიტორიკა - როგორ გამოიყურება წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში? მონიტორინგის ანგარიში "სამართლიანმა არჩევნებმა" გაასაჯაროა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე