რეზონანსი
(04.09.2024)

სოციალურ ქსელში ფოთში, მაშველების მიერ გადარჩენილი ადამიანების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება:
ფოთში, მალთაყვის უბნის სანაპიროზე მაშველებმა, გიორგი გოგიჩაიშვილმა და ნოდარ ღვანიამ ორი გოგონას სიცოცხლე იხსნეს.
„დიდი მადლობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ფოთის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს და თითოეულ მაშველს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობს და გვაძლევს საშუალებას უსაფრთხოდ და მშვიდად დავისვენოთ. მადლობა ბიჭებს უამრავი ადამიანისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქებისთვის. გვეამაყებით და გვეიმედებით", - წერია „ფოთი ჩემი ქალაქია".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



