რეზონანსი
(03.09.2024)

უკრაინის მთავრობის სამმა მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის პარლამენტის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის პარლამენტმა გადადგომის შესახებ განცხადებები მიიღო შემდეგი მინისტრებისგან: უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი, ალექსანდრე კამიშინი; უკრაინის იუსტიციის მინისტრი, დენის მალიუსკა; უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, რუსლან სტრელეცი", - განაცხადა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა.
სტეფანჩუკის თქმით, ყველა განცხადება პარლამენტის ერთ-ერთ მომდევნო პლენარულ სხდომაზე განიხილება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



