რეზონანსი
(03.09.2024)

ლა მანშის სრუტის გადაკვეთის დროს მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 12 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ათეულობით მიგრანტის ძებნა-გადარჩენის სამაშველო ღონისძიება ჯერ კიდევ გრძელდება. ნავი საფრანგეთის სანაპიროსთან ქალაქ ლე პორტელთან ახლოს ჩრდილოეთ ზღვაში ჩაიძირა.

როგორც მედია წერს, გადარჩენილების უმეტესობა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. გაფართოებულ სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე