რეზონანსი
(03.09.2024)

როგორც ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „თბილისი რუმსში" განაცხადა მმართველ პარტიას ქართული დემოკრატიის ნგრევას არც ქართველი ხალხი „გაუტარებს" და არც საქართველოს მეგობრები.

„ამ მოღალატეთა რეჟიმს, რა თქმა უნდა, ეშინია სიმართლის, იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ, ქართველი ხალხი მოატყუონ, რომ თითქოს, ესენი გააგრძელებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრების, ევროკავშირის ლანძღვას, თათხვას და მერე თურმე, მაინც არჩევნები რომ გადაივლის, ჩვეულებრივად დაალაგებენ ურთიერთობას, რაც მტკნარი ტყუილია. მათ უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი ანგრევენ ქართულ დემოკრატიას, ეს ასე არ გაუვათ, არც ქართველი ხალხი გაუტარებს და არც საქართველოს ის მეგობრები, რომელთათვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება. არავინ არ შეეგუება და არავინ დაიწყებს ყურებას და დალოდებას, სანამ ბორია ივანიშვილი გადააქცევს ბელარუსად საქართველოს, ამიტომ, ბუნებრივია, იქნება გადადგმული ის ნაბიჯები, რომელიც შეუძლია ზემოქმედების სახით განახორციელოს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ამ პრორუსული რეჟიმის მიმართ, იქნება ეს ფინანსური სანქციები, იქნება ეს პოლიტიკური ზეწოლა, იქნება ეს სხვა მშვიდობიანი მეთოდები", - განაცხადა ბარამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე