რეზონანსი
(03.09.2024)

ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შუ­ახ­ნის ასაკს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა ძმებ­მა მე­დოშ­ვი­ლებ­მა ახალ­გაზ­რდა მე­ზო­ბე­ლი, 27 წლის ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი წა­მე­ბით მოკ­ლეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ამ 2 პირი და­ა­კა­ვა. ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მკვლე­ლე­ბის ოჯა­ხი სოფ­ლი­დან გა­ი­ხიზ­ნა.

„მკვლე­ლო­ბის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი არ ვი­ცით. მე­ზო­ბელ­მა და­პა­ტი­ჟა ჩემი ძმა, სუფ­რა­ზე არც და­უ­ლე­ვია, ან­ტი­ბი­ო­ტიკს სვამ­და, ნიკა იმ ოჯახ­ში ზრდი­ლო­ბის გუ­ლის­თვის მი­ვი­და და დიდ­ხანს არც გა­ჩე­რე­ბუ­ლა. მერე შე­კა­მა­თე­ბუ­ლან, არ ვიცი, რა აკად­რეს ჩემს ძმას, ესეც თავ­მოყ­ვა­რე ბიჭი იყო და შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის გა­უ­ტა­რებ­და. მე­დოშ­ვი­ლე­ბი ნას­ვა­მე­ბი ყო­ფი­ლან. ვის ოჯახ­შიც იყ­ვნენ, იმ ბიჭს უთ­ქვამს, რომ შე­კა­მათ­დნენ, მერე ნიკა სახ­ლის­კენ წა­სუ­ლა, მკვლე­ლე­ბი კი და­ე­დევ­ნენ, ჩა­უ­საფ­რდნენ და სას­ტი­კად აწა­მეს. მკვლე­ლო­ბა მე­დოშ­ვი­ლე­ბის სახ­ლის წინ მომ­ხდა­რა, წყა­როს­თან. რო­გორც ჩანს, ჩემი ძმა გა­თი­შეს, თო­რემ გა­უმკლავ­დე­ბო­და, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წევ­და და ასე არა­ვის მო­აკ­ვლე­ვი­ნებ­და თავს. მას თავ­შიც ბლაგ­ვი სა­გა­ნი ჰქო­ნია ჩარ­ტყმუ­ლი, მუხ­ლე­ბიც გა­დაყ­ვლე­ფი­ლი, ნა­ხო­ხი­ა­ლე­ბი აქვს, ყელ­ში წა­ჭე­რის კვა­ლიც ეტყო­ბა.

ამ და­ნა­შა­ულს სამი მო­ნა­წი­ლე ჰყავს და ის მე­სა­მეც უნდა და­ი­ჭი­რონ, რა­ტომ მა­ლა­ვენ, ვერ გა­მი­გია. ის ერთ-ერთი ძმის შვი­ლია, 15 თუ 16 წლის ბიჭი. არას­რულ­წლო­ვა­ნი­აო, ჩვენ ეს არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, დე­და­ჩე­მი ემიგ­რან­ტია, ირ­ლან­დი­ი­დან გა­გი­ჟე­ბუ­ლი მო­დის ქალი. აუ­ცი­ლებ­ლად, ყვე­ლა მი­ზეზგა­რე­შე ეგ ბი­ჭიც უნდა და­ი­სა­ჯოს, ის ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ­და და არა მარ­ტო - მა­მა­ისს პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვა­ზე უთ­ქვამს, რომ ბა­წა­რი, რო­მე­ლიც ყელ­ში წა­უ­ჭი­რა, შვილს მი­უწ­ვდია. თუ ჩემი 27 წლის ძმა ასე გა­ი­მე­ტეს, არც მა­გა­თი 16 წლის შვი­ლი გვა­დარ­დებს.

ამ საქ­მეს მოწ­მეც ჰყავს - ჩემი ძმის ნათ­ლუ­ლი. ის ბიჭი და­კი­თხეს და ამ­ბობს, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე ნი­კას მას­თან და­უ­რე­კავს, წყა­როს­თან ვარ და ჩა­მო­დიო. კი­დევ კარ­გი, ეს ბიჭი ჩა­სუ­ლა, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა ჩემი ძმის გვა­მიც გა­და­ეგ­დოთ და ვერ გვე­პო­ვა. მოწ­მეს მისი დახ­მა­რე­ბა უნ­დო­და და არ მი­უშ­ვეს. ამ ნათ­ლულს გა­მო­უ­ძა­ხე­ბია სას­წრა­ფოც და სა­პატ­რუ­ლოც.

მე­დოშ­ვი­ლის ოჯა­ხი სოფ­ლი­დან გა­იქ­ცა (მე­ო­რე ძმა აქ არ ცხოვ­რობ­და, სტუმ­რად იყო), თვი­თონ გა­და­წყვი­ტეს ასე, მათ არა­ვინ ემუქ­რე­ბო­და, ად­გნენ და თა­ვი­სით გა­იქ­ცნენ. ის ბავ­შვიც უნდა და­ი­სა­ჯოს, არაფ­რის დი­დე­ბით არ უნდა გა­მოძ­ვრეს“, - უთხრა "ამბებს"  მოკ­ლუ­ლის დამ მა­რი­ამ ღვი­ნი­აშ­ვილმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე