რეზონანსი
(02.09.2024)

ევროპელი ოფიციალური პირები ელოდებიან, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მალე მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

Bloomberg-ის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ ბალისტიკური რაკეტების გადაცემა „შეიძლება გახდეს შემაშფოთებელი მოვლენა".

სააგენტოს ცნობით, დასავლეთის სახელმწიფოები, მათ შორის G7-ის ქვეყნები, უკვე განიხილავენ სანქციებს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შემთხვევაში.

მოკავშირეების მიერ განხილულ ზომებს შორის არის ახალი შეზღუდვები ირანულ ავიაკომპანია Iran Air-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე