რეზონანსი
(02.09.2024)

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებული საქართველოს 17 წლის მოქალაქე გაათავისუფლა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს 17 წლის მოქალაქე, დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით, 31 აგვისტოს, ახალგორის რაიონის სოფელ წინაგართან დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ეხოკავკაზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა ცნობა, რომ 1-ელ სექტემბერს საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე , მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით "სახლში ჯარიმების გარეშე გაუშვეს".

აღნიშნულ იფნრომაციაზე ქართულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ამ დროისთვის, ცხინვალში, პატიმრობაში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე