რეზონანსი
(02.09.2024)

ანა ფოტიგა თბილისის საქალაქო სამართლოში იმყოფება. ევროპარლამენტარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესს დაესწრება.
ევროპარლამენტარს მედიასთან კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი12:00 საათზე იწყება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



