
ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონებით საქართველოში ცხოვრებას - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი განცხადებით, TI არ აპირებს ე.წ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციასა.
მისი თქმით, საქართველოში ძალიან ღირსეული ქართული სამოქალაქო სექტორია, რადგან 1 პროცენტიც არ არის, ვინც რეესტრში რეგისტრირდება.
როგორც ჩვენ მრავალჯერ აღვნიშნეთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არ აპირებს რეგისტრაციას. ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონებით საქართველოში ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულ ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენთვის დღეს უკვე ყველაზე მთავარი არის არჩევნები, არჩევნებზე დაკვირვება და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად.
მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული ქართული სამოქალაქო სექტორი გვყავს ჩვენ იმის გამო, რომ 1%-იც არ არის, ვინც რეგისტრირდება ამ რეესტრში. ალბათ, არ გამოუვიდა და არც გამოუვათ რუსული კანონების მიღება ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა გიგაურმა.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა იწურება. ნებაყოფლობითი რეგისტრაციისთვის სულ უფრო ცოტა დროა დარჩენილი, მაგრამ ორგანიზმების უდიდესმა ნაწილმა რუსული კანონის გამო შექმნილ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარი თქვა.
ის მცირე ნაწილი, ვინც ამ ნაბიჯზე წავიდა ამბობს, რომ მხოლოდ ერთი თვით გაიარეს რეგისტრაცია და შემდეგ ორგანიზაციას დახურავენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



