რეზონანსი
(01.09.2024)

ერთობა, სიყვარული, მშვიდობა, დამოუკიდებლობა, ერთმანეთის პატივისცემა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, - განუცხადა „ქრონიკას" ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ ბოლნისში „ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტის დაწყებამდე.

„რეგიონში გზავნილია - მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, სიყვარულით, ერთობით, დამოუკიდებლობით ევროპისკენ! ერთობა, სიყვარული, მშვიდობა, დამოუკიდებლობა, ერთმანეთის პატივისცემა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. შესაბამისად, ხალხსაც ყოველთვის ვუზიარებ ჩემს პოზიციას", - განაცხადა ტელეწამყვანმა.

„ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიება ბოლნისშიც მიმდინარეობს. მაყურებლის განწყობაზე ზრუნავენ რეზო და ბავშვები, რომა რცხილაძე და მარიამ მამისმედიშვილი. მუსიკოსები მმართველ გუნდს ღია მხარდაჭერას უცხადებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე