რეზონანსი
(01.09.2024)

როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.შეძრწუნებული ვარ „ჰამასის" ექვსი ისრაელელი მძევლის მკვლელობით, რომელთა ცხედრები ღაზაში იპოვეს, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად

„ეს ახალგაზრდა უდანაშაულო მამაკაცები და ქალები დიდი ხანია უსაფრთხოდ უნდა მიეყვანათ საყვარელ ადამიანებთან. ყველა მძევლის გვერდით ვდგავართ. საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად", - აცხადებს ბორელი.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით, რაფაჰში მდებარე ერთ-ერთ გვირაბში აღმოაჩინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე