რეზონანსი
(01.09.2024)

"თქვენ საკუთარი, ინდივიდუალური ბრძოლა გაქვთ, რომელსაც, შესაძლოა, ჩვენ ზოგჯერ ვერც ვხედავდეთ - ალბათ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გიწევთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამოღება და საქმის კეთება, ამ სიტყვებით მიმართა კვარშ მოსახლეობას  "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ. ოპოზიციის წევრის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი 26 ოქტომბრის არჩევნებია, რატა ქვეყანამ ევროპული მომავალი დაიბრუნოს. 

"ჩვენი ვალდებულებაა დღეს: ხმა ამოვიღოთ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ხმა ოთხ წელიწადში ერთხელ, არის იმდენად ძლიერი, რომ ბიძინა ივანიშვილის კი არა, ნებისმიერის გადადგმა შეიძლება, ოღონდ, ჩვენ უნდა გვჯეროდეს ამ ხმის სიძლიერის. ამიტომ არის, რომ 26 ოქტომბერს უნდა დავამარცხოთ ეს ხელისუფლება და ერთიანობით უნდა შევძლოთ ევროპული პერსპექტივის მოპოვება, რომელიც გააჩერა და შეაჩერა "ქართულმა ოცნებამ". 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბრძოლა ასეთი გაშლილია: ზოგი პარლამენტში, ზოგი სასამართლოებში, ზოგიც რაიონებში: ყველა ჩვენს ადგილას ვაკეთებთ გასაკეთებელს. და მე ვიცი, რომ თქვენ აქ, ჯვარში, იბრძვით: საკუთარი, ინდივიდუალური ბრძოლა გაქვთ, რომელსაც, შესაძლოა, ჩვენ ზოგჯერ ვერც ვხედავდეთ - ალბათ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გიწევთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამოღება და საქმის კეთება მაგრამ დაგვრჩა მთავარი ბრძოლა 26 ოქტომბერს, მთავარია იქამდე მივიდეთ ისეთივე ძლიერები, ისეთივე პრინციპულები, როგორებიც ვიყავით 12 წლის განმავლობაში. დაგვრჩა მხოლოდ ორი თვე და სწორედ 26 ოქტომბერს, ერთიანობით, ერთიანი გააზრებით, ჩვენი ქვეყნის მომავლის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი ოჯახების მომავლის, ჩვენი შვილების მომავლისთვის და ვეუბნებით "კის" კეთილდღეობას ევროპაში და ვეუბნებით "არას" სიღატაკეს იზოლაციაში", - აღნიშნა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ ჯვარში გამართულ შეხვედრაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე