
უცხო ქვეყნის გავლენას ვატარებდით პარლამენტში, ან თქვენ უცხო ქვეყნის გავლენას ატარებდით, როდესაც მუშაობდით, ძალინ მნიშვნელოვან დროს ადამიანის უფლებების დამცავ ორგანიზაციებში? - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ მოსამართლეთა პლენუმის წევრს, მანანა კობახიძეს.
ბესელიამ მოსამართლეებს უთხრა, რომ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო არის ქვეყნის შიგნით დარჩენილი ბოლო კონსტიტუციური ორგანო, რომელმაც რუსული კანონის შეჩერების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
საკონსტიტუციო სასამართლო არის სწორედ ქვეყნის შიგნით დარჩენილი ბოლო კონსტიტუციური ორგანო, რომელმაც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და თვითონაც უნდა შეასრულოს ეს ვალდებულება. თუ პარლამენტმა დაივიწყა ეს მიზანი, არ ასრულებს, არ ირებს იმ ყველა ზომას, რაც უნდა მიიღოს, მაშინ საკონსტიტუციომ უნდა მიიღოს. თუ თქვენც არ მიიღებთ ამ ზომებს, მაშინ ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ. თქვენი ვალდებულებაა ახლა, რომ იმ ხელსაწყოთი, ამ ხელსაწყოთი, სამართლით, როგორც იზომება, გაზომოთ და შეაფასოთ ის რისკები, რა რისკების მატარებელიც არის ეს კანონი", -განაცხადა ეკა ბესელიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



