
“ჩვენ მოგვაქვს კეთილდღეობა ევროკავშირთან ერთად, “ქართულ ოცნებას” უნდა მოიტანოს სიღატაკე იზოლაციაში! "ოცნება" მზად არის ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაყიდოს... ჩვენ ვფიქრობთ ხალხზე, ისინი ფიქრობენ საკუთარ თავზე" - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, სამართალმა უნდა იზეიმოს 26 ოქტომბერს და ეს არჩევნები ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს.
“ჩვენ მოგვაქვს კეთილდღეობა ევროკავშირთან ერთად, “ქართულ ოცნებას” უნდა მოიტანოს სიღატაკე იზოლაციაში. ისინი მზად არიან გაყიდონ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად, მხოლოდ თავის თავზე ფიქრობენ.
ჩვენ ვფიქრობთ ხალხზე, ისინი ფიქრობენ საკუთარ თავზე. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ღირსეულად, ბედნიერად ცხოვრობდეს. მათ უნდათ, რომ მხოლოდ თვითონ იყვნენ დასაქმებულები და დანარჩენი ადამიანები სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ყავდეთ. ჩვენ გვინდა, რომ ამ შავი ზღვის აქეთ გადმოვიდეს ევროკავშირი და პირველი სწორედ აჭარა უნდა გახდეს. აქ შემოვა ევროკავშირი, ეს გვინდა ჩვენ.
“ქართულ ოცნებას” უნდა შავ ზღვაზე დიდი კედელი ააგოს და არ შემოუშვას ევროკავშირი, როგორც ჩვენი განვითარების შესაძლებლობა. ეს არის ჩვენს და მათ შორის სხვაობა. მეგობრებო, 2012 წელს , როცა ამ ხალხმა მოიგო არჩევნები მე მახსოვს ივანიშვილის განცხადებები ქობულეთში უფასო ფულთან დაკავშირებით, დასაქამებასთან დაკავშირებით. კითხვას ვსამ, ერთი პირობა მაინც შეასრულა ამ კაცმა? ერთი რამე მაინც გააკეთა? ზუსტად ამიტომ არის, რომ სამართალმა უნდა იზეიმოს 26 ოქტომბერს და თქვენ უნდა გაიმარჯვოთ, ხალხმა უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბერს.
რამდენი ოჯახია საიდანაც ერთი წევრი მაინც არის ემიგრაციაში. რატომ? როცა ასეთი ქვეყანა გავქვს, დავდივართ, ყველგან სადაც არ უნდა ჩახვიდე უზარმაზარი შესაძლებლობაა, კარგი მიწა გვაქვს, წიაღისეული, კარგი გამრჯე ხალხი გვყვას, ინტელექტუალური პოტენციალი გვყავს, არაჩვეულებრივი პოტენციალი. კითხვას ვსამ, რატომ უნდა იყოს ეს ქვეყანა გაჭირვებული? ჩვენი ქვეყანა არ უნდა იყოს გაჭირვებული, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ღირსეულად. ჩვენ ამის პირობას გაძლევთ, რომ საქართველო იქნება ძლიერი და თქვენ ყველანი იქნებით ამაყი.
დაგვიბრუნდებიან ემიგრანტები, ჩამოვლენ ჩვენი თანამემამულეები და ყველა ერთად ვიცხოვრებთ ჩვენს ქვეყანაში. ყველას ვისაც მოუნდება ჩვენი რუსეთისკენ წაყვანა და ჩვენი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა ყველას საკადრის პასუხს გავცემთ. 26 ოქტომბერი იყოს დღე გამარჯვებისა, წინსვლისა და ევროკავშირში გაერთიანებისა და დღე ოჯახების გაერთიანებისა.
არ გვაქვს ჩვენ არაფერი გასაყოფი. ჩართავ ტელევიზორს და მხოლოდ ბოღმა და ზიზღია, დაჭერაზე საუბარი, ანგარიშსწორებაზე საუბარი. არ დაიღალეთ ხალხო? როდემდე უნდა ვიყოთ ასე? ჩვენ ახლა დიდი შეთანხმება და შერიგება გვჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ და მყისიერად გამოვუშვებთ მიშას საპატიმრო დაწესებულებიდან და ეროვნულ შეთანხმებას მიშა ჩაუდგება სათავეში.
დიდი ეროვნული თანხმობა გვჭირდება, რომ წავიდეთ წინ. არაფერი გვაქვს ჩვენ გასაყოფი, გარდა იმისა, ერთი სამშობლო გვაქვს და ეს სამშობლო ფეხზე უნდა დავაყენოთ. წინ გამარჯვევისკენ. “- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



