რეზონანსი
(31.08.2024)

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მოძრაობა "სირცხვილიას" გადაწყვეტილება შეაფასეს, რომელიც "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" რეგისტრირდება.

"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის გადაწყვეტილება მისთვის "აუხსნელად არასწორი" გადაწყვეტილებაა.

"აუხსნელად არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან არავინ ავალდებულებდა დარეგისტრირებულიყო, შეეძლოთ, არ გაევლოთ რეგისტრაცია. მერე იუსტიციის სამინისტრო თვითონ აიძულებდა, რომ რეგისტრაცია გაევლოთ და როცა ვიღაც გაიძულებს, გასაგებია, რომ შენ არ გაქვს გამოსავალი და აღმოჩნდებოდი ამ რეესტრში. არც ჯარიმის გადახდა მოუწევდათ და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, შეიძლება, წინასაარჩევნოდ, ერთი 10 000 ლარიანი ჯარიმა გადაეხადათ. ყოველ შემთხვევაში, მათი პოზიცია თანმიმდევრული იქნებოდა. რატომ მიიღეს ასეთი უცნაური გადაწყვეტილება, არ ვიცი. ყველანაირი ახსნა მომისმენია, მაგრამ ფაქტია, რომ აუხსნელად არასწორი გადაწყვეტილებაა," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

"რეფორმების ჯგუფის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ პროცესს" სანიტარული წმენდა" უწოდა.

"მე არ ვაპირებ შესვლას "სირცხვილიას" გადაწყვეტილების განსჯაში. მთავარია, რომ ეს არის "სანიტარული წმენდა" და მადლობას იმსახურებს ბიძინა ივანიშვილი ამ სანიტარული წმენდისთვის, რომელიც ამ პროცესში ძალიან კარგად გამოჩნდა," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე