
სიტყვა „გამტარებელი" ფაქტობრივად გავასინონიმეთ „აგენტთან" ასეთი მარტივი, მექანიკური ჩანაცვლებით - ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება ვერ შეცვლის შინაარს,- ამის შესახებ ენათმეცნიერმა, მარინე ბერიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს განიხილავენ.
მისი თქმით, სიტყვა „აგენტი" კანონიდან ამოღებულია, მაგრამ ის კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში დარჩა.
„სიტყვა „აგენტი" კანონიდან ამოვიღეთ, მაგრამ დარჩა კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში. კიდევ უფრო მეტი ცუდი საქმე გააკეთა ამ ტერმინმა, „აგენტმა": სიტყვა „გამტარებელს", შეიძლებოდა რაღაცნაირად შეენარჩუნებინა ნეიტრალურობის წონასწორობა, მაგრამ ფაქტობრივად ჩვენ ის გავასინონიმეთ „აგენტთან" ასეთი მარტივი, მექანიკური ჩანაცვლებით. ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება ვერ შეცვლის შინაარს. პოლიტიკურ მოსაზრებას კი არ გამოვთქვამ. ჩვენი ნება არაა, რას ავსახავთ და რას არა ენაში. ეჭვი მაქვს, სამუდამოდ დარჩა სიტყვა „გამტარებელს" „აგენტის" დაღი",- განაცხადა მარინე ბერიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



